WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

1

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი:

„მე მიყვარს ჩემი სამშობლო…

ძალიან მიყვარს…

მე მიყვარს მისი ყოველი კუთხე, ქართლი და კახეთი, სამეგრელო და სვანეთი, გურული პოლიფონია საერთოდ ყველაზე დიდ ცივილიზაციად მიმაჩნია, ხოლო რაჭა ჩემი კუთხეა, მისთვის მზად ვარ სიცოცხლე დავთმო, თუშეთში პირველად რომ მოვხვდი კინაღამ გადავირიე, სამცხე ჯავახეთში კი თეატრმა გამაოგნა, აფხაზეთში და ბორჯომის ხეობაში კი მთელი ჩემი ბავშვობის წლები მაქვს გატარებული!…დაუვიწყარი… ძვირფასი…

ჰოდა მინდა რომ ეს ჩემი საყვარელი სამშობლო სამშვიდობოს გავიდეს, ამას კი ხელს უშლიან ფულზე დახამებული კორუფციონერები… ანტი ო

პატრიოტები… და თქვენ ფიქრობთ რომ მე “ნაცი’ ვარ ან რომელიმე პარტიის მიმდევარი? არა! გეშლებათ!

მე ვარ მიმდევარი სიკეთის, სამართლიანობის და ევროპული მომავლის, სადაც სამართალი დომინირებს, სადაც სამშობლოს სიყვარული უდრის განვითარებას და სიკეთეს მისი მოქალაქეების მიმართ!.. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და რაც ახლა ყველაზე მთავარია: ომში გამარჯვებულ უკრაინას!!!“