ლივერპულის 26 წლის მცველის ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის სახელი ბოლო პერიოდში მადრიდის რეალს აქტიურად დაუკავშრეს, ამას ისიც ემატება, რომ ფეხბურთელი ლივერპულთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირეს, არადა ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა ზაფხულში ეწურება და თუ ლივერპულს ნიჭიერი მცველის უფასოდ გაშვება არ სურს, მოუწევს რეალ მადრიდთან მოლაპარაკებების მაგიდას იანვარშივე მიუჯდეს.
შესაძლო ტრანსფერზე ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა ლივერპულის მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის კომენტარმა.
"დარწმუნებული ვარ თუ არა რომ არნოლდი იანვარში კლუბში დარჩება? დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კვირას ითამაშებს - ფეხბურთში რთულია საუბარი იმაზე თუ რა მოხდება ერთი თვის ან ექვსი თვის ვადაში", - განაცხადა სლოტმა.
ცნობისთვის, გერმანულ Transfermarkt-ს არნოლდი 75 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული.