“არჩევნებია ქვეყანაში გაუქმებული და პარტიის იურიდიული რეგისტრაცია ვის რა ჯანდაბაში სჭირდება” – გიგი უგულავა

2 days ago 3

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პარტიების გაუქმების მოთხოვნით, მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენას, კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით და მინიშნებებით ეხმაურება:

ამაზე კარგ საქმეს ივანიშვილის ბანდა დღეს ვერ გააკეთებდა. მეგობრებო, არჩევნებია ქვეყანაში გაუქმებული და პარტიის იურიდიული რეგისტრაცია ვის რა ჯანდაბაში სჭირდება. პარტია, მისი წესდება, სტრუქტურები არსებობს არჩევნებისთვის და არა პირიქით. მოდით სხვა კუთხიდან შევხედოთ.

პირველი და უკანასკნელი ლეგიტიმური პრეტენზია ოპოზიციის მიმართ არის, რომ ვერცერთ კრიტიკულ სიტუაციაში ვერ გაერთიანდა. ყველა თავის პარტიულ იდენტობას უფრთხილდებოდა. მრავალფეროვნებაზე ღაღადებდა. ერთმანეთში არ უნდა ავიზილოთ. ვინ მოთვლის “არგუმენტებს”. სინამდვილეში, ყველას თავისი ფორმალური და არაფორმალური თავმჯდომარე ყავდა, ზოგს ორი, ყველას თავის პატარა რაიონული თავმჯდომარეები ყავდა, ვისაც სიაში უნდოდა. გენ მდივნებს, რეგ/პოლიტ/სტრატეგ-დეპებს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეებს და ყველას ურიცხვ მოადგილეებს ვინ მოსთვლის. პარტიის ნომრებზე არაფერს ვამბობ.

დღემდე მყარია რწმენა, რომ ნომრით იგებ არჩევნებს. ამ იურიდიული გარსისთვის, გნებავთ ჩონჩხისთვის, აგერ მეცამეტე წელია ვხოცავთ ერთმანეთს, სანამ ყველაფერი არ გამოიშიგნა და გამოშიგნულსაც ვერ ველევით. ამას ყველაფერს აზრი ოდნავ ნორმალურ ქვეყანაში აქვს. მორჩა ხალხნო! არჩევნები აღარაა, პოლიტიკა მოკლა ბიძინამ და ამ გადამხმარ ფუფხს ნუ მივსტირით. დისიდენტების ეპოქა დადგა, თავგანწირული არაფორმალების. აი ისეთების სსრკ-ს ეპოქიდან რომ გვახსოვს და გიჟებს ვეძახდით.

ძალიან კარგი, ხვალიდან აღარ იქნება პარტიულ ჩონჩხს მიწეპებული ადამიანები. ვისაც ბრძოლა უნდა, ადამიანებს შეეძლებათ, სუფთა ფურცლიდან იურთიერთოს ერთმანეთთან. ამაზე დიდ საჩუქარს ამ ვითარებაში, “ოცნება” ვერ გაგვიკეთებდა.

სინამდვილეში, ოპოზიციის თვითდაქუცმაცების საუკეთესო ინსტრუმეტს თავად აუქმებს რეჟიმი, ამიტომ დიდი მადლობა ბატონ ბიძინას ცხონებული ღარიბაშვილის ხმით🤣” – წერს გიგი უგულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა