რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანდა, რომ 13 წლის გოგოზე თანატოლი ფიზიკურად ძალადობდა, გარდა ამისა იქ მყოფი ახალგაზრდები სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ მოზარდს.
ცოტა ხნის წინ აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე გამოეხმაურა:
"რამდენიმე დღეა ვაკვირდები პოსტებს და კომენტარებს იმ ახალგაზრდების შესახებ ქუჩაში ერთმანეთს სასტიკად, რომ ექცევიან, 13-15 წლის ბავშვები ერთმანეთის ვირტუალურ ბულინგს კი არა, რეალურ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რომ ეწევიან...
ვათვალიერებ, ვკითხულობ ამ ვაი-ვიშ-ვიშის ნაირსახეობებს და სიმწრის სიცილით მეღიმება იმ ამბავზე, წლების წინ, რომ „ჯაჯანიძის შოუში“ ასეთი მოზარდების მიხედვისკენ მოვუწოდე საზოგადოებას, ეკლესიას, სკოლას, ოჯახს და სახელმწიფოს და მთელი ქვეყანა, რომ ახალგაზრდობის და მომავლის მჩაგვრელს მეძახდა ორი თვე ვინძლო იმ დღემდე - სანამ იმ ახალგაზრდებმა ცოცხალი ქალი არ მოკლეს, დაჩეხეს, ხორცები დააჭრეს, დააბასტურმეს და მაცივარში შეინახეს... მერე აღმოჩნდა ბესო - გმირი და კაი ბიჭი და არა იქამდე წინსწრებით, რომ გაფრთხილებდათ - დასაჯეთ ეს „ბავშვები“-თქო!
ვისაც ის გადაცემა და ის მოვლენები გახსოვთ მარტივად მიხვდებით რაზეც ვსაუბრობ, ვინც არადა მოიძიეთ ის ვიდეო და უყურეთ და მიხვდებით.... დააკავშირეთ იმასთან რაც დღეს ხდება ქუჩაში, თავისუფლების რა ხარისხი აქვთ მოზარდებს, დაუსჯელობის რამხელა სინდრომი აქვთ, როგორ დასცინიან „კუკარაჩას“ ინსტიტუტს რასაც ძალიან დიდი ხანია ვლობირებ და როგორ იყენებენ, ახალისებენ, უმაგრებენ აწმყოს ფინანსურად, იდეოლოგიურად და მორალურად ამ მოზარდებს ბინძური პოლიტიკანები, როლებმაც შეუზღუდავი თავისუფლება ანარქიად აქციეს!
არც არაფერი ახალი, დღესაც იგივეს მოგიწოდებთ ნაირ-ნაირო ხელისუფალნო რასაც 1990 წლიდან: - მტრად გაზარდეთ მოყვარედ გამოგადგებათ! - ვისაც არ გჯერათ ამ ჩემს ფეხებს, იჯექით და ვირტუალურად ივიშვიშეთ და აკაკუნეთ აქ, კლავიატურაზე სანამ მოზარდები ერთმანეთს ქუჩებში ლეწავენ, პლანაქეშობენ, უზრდელობენ და ბოლო დონემდე ბილწსიტყვაობენ, აუპატიურებენ, „კაჩაობენ“ და დაუსჯელობის სინდრომით მორალ-გამაგრებულები - სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მოტივით - საკუთარ მომავალს ინადგურებენ! (და რაც თქვენ კიდევ არიცით და ვერ ხედავთ კიდე, ეს ყველაზე მთავარია)
დავწერე! წაიკითხავთ და გაიაზრებთ? ხომ კარგი! არა? არადა, მაშინ ისევ აქ გააგრძელეთ რაკა-რუკი და ვიშ-ვიში... სანამ იმ სხვა ვიდოებსაც გაასაჯაროებენ (შემთხვევით) რას აკეთებენ და რით არიან დაკავებული მოზარდები (!) სინამდვილეში (!) - ქუჩაში, თავისუფლების და აზრის გამოხატვის თავისუფლების სურვილით ზურგშემაგრებულნი..!
მტრად გაზარდეთ, მოყვარედ გამოგადგებათ!!!" - წერს ბესო ჩუბინიძე.