ასზე მეტი ორგანიზაცია საერთო განცხადებას ავრცელებს, "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ინიციირებულ, აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“, FARA-ს „სიტყვა-სიტყვით თარგმანზე”. „ქართული ოცნების“ თანახმად ინიციირებული ვარიანტი საქართველოს მოარგეს.
გაცხადებაზე ხელმომწერების თანახმად "აშშ-ში მოქმედი “ფარა” დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს".
"ივანიშვილის ხელისუფლება ირწმუნება, რომ აშშ-ში 1938 წელს მიღებული “ფარა”-ს პირდაპირ თარგმანს აინიცირებს.
ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობას. 50-ზე მეტი ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დაკავების, დარბევების, რეპრესიების შემდეგ, მათ სურთ დაუცველი დატოვონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები, შეუწყდეთ დაფინანსება მეცნიერებს, ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, არ ისმოდეს რეგიონების, მუშების, დევნილი და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანების ხმა.
უკვე მესამე წელია, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ივანიშვილს მკაფიოდ ვეუბნებით, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას და საქმიანობას არ ვაპირებთ. რუსული კანონი, მისი არც ერთი ფორმით, არასოდეს იქნება საქართველოს არჩევანი.
შესაბამისად, ხელმომწერი ქართული დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციისა და საკუთარი მისიის ერთგული - ვემსახურებით ქართველ ხალხს", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. რომელსაც ამჟამად
ხელს აწერენ:
1. ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის ცენტრი
2. ადამიანის უფლებათა ცენტრი
3. ალტერნატივა ჯორჯია
4. ასოციაცია “სოციალური ქოლგა”
5. ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისათვის “
6. ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
7. ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი
8. ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
9. ბათუმელები
10. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
11. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო
12. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
13. გორის სათემო რადიო მოზაიკა
14. დაქალი
15. დემოკრატ მესხთა კავშირი
16. დემოკრატია მოქმედებაში
17. დემოკრატიის ინსტიტუტი
18. დემოკრატიის კვლევის ცენტრი
19. დემოკრატიის მცველები
20. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
21. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
22. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
23. თანამშრომლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის
24. თანასწორობის მოძრაობა
25. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (Human Rights House Tbilisi)
26. თემი ქედელი
27. ინტერნიუსი - საქართველო
28. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
29. კანონის უზენაესობის ცენტრი
30. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (Kakheti Regional Development Foundation)
31. კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე
32. ლომეკი
33. მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
34. მედიაომბუდსმენი
35. მედიის განვითარების ფონდი
36. მთის თემი
37. ნეოგენი
38. ნეტგაზეთი
39. ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
40. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ - FAD
41. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
42. პრევენცია პროგრესისთვის
43. პროაქტივ ჯგუფი საქართველო
44. პროექტი 64
45. პროფესიო - პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
46. პუბლიკა
47. რეალური ხალხი, რეალური ხედვა
48. რიქდოგი
49. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
50. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგი
51. სამოქალაქო იდეა
52. სამოქალაქო კავშირი
53. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
54. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
55. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი
56. საორსა
57. საფარი
58. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
59. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
60. საქართველოს ევროპული ორბიტა
61. საქართველოს მომავლის აკადემია
62. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
63. საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი (Sakartvelo Regional Empowerment Foundation)
64. საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS
65. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
66. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
67. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
68. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
69. სილიდარობის მოძრაობა
70. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
71. სოციოლოგიური ცენტრი "BCG-Research"
72. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
73. უფლებები საქართველო
74. ფემინა
75. ფენიქსი 2009
76. ქალები საქართველოდან
77. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
78. ქალთა ფონდი საქართველოში
79. ქალი და განვითარება
80. ქართული მედია ჯგუფი (GMG)
81. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია "ქალი და სამყარო"
82. ყვარლის ევროკლუბი
83. შშმ ქალთა ალიანსი
84. ჩემი ხარაგაული
85. ციხის საერთაშორისო რეფორმა
86. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
87. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT
88. წერტილი
89. მწვანე ალტერნატივა
90. ჯემნიუსი
91. ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის
92. Caucasus Dialogue
93. CENN
94. EECMD
95. Grlzwave
96. NEO TV
97. OC Media
98. Tbilisi Pride
99. WECF Georgia
100. West Vector Production
101. დემოკრატიული ინიციტივა
102. დოკუმენტური კინო ასოციაცია.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა „FARA-ს ასლი“ პირველი მოსმენით 4 მარტს, მეორე მოსმენით კი 18 მარტს მიიღო.
არჩილ გორდულაძემ, სადავო პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, პარლამენტის სხდომაზე, კანონპროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას განაცხადა:
„[კანონპროექტის] მიზანია, გამჭვირვალე გახდეს უცხოური პრინციპალისგან, უცხო ძალისგან ნებისმიერი ჩარიცხული თანხა, გადახდილი თანხების შესაბამისად დაფინანსებული მოქმედებები, პროგრამები და განხორციელებული საქმიანობა“.
კანონის სამიზნეები აცხადებენ, რომ ამერიკული ვერსიიდან თარგმნილი FARA, სამართლიან გარემოში, ვერც არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეხებოდა და ვერც მედიაორგანიზაციებს, მაგრამ საქართველოში ყველაფერს მოელიან - სამოქალაქო სექტორის მიმართ ანტაგონისტური დამოკიდებულებებისა და „მიტაცებული სასამართლოს” პირობებში.