WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასულ, 2025 წელს 44 აუდიტი ჩაატარა და ჯამში 36,5 მლნ ლარის დარღვევები აღმოაჩინა. ამის შესახებ სამსახურის უფროსმა, გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც ანგარიშს წარადგენდა.

„ძირითადად საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებია“, - თქვა მან.

ანგარიშში წერია, რომ დარღვევევი იყოფა სამ ძირითად კატეგორიად:

  • შესყიდვების მართვა - 9 მლნ ლარი;
  • აქტივების მართვა - 4,3 მლნ ლარი;
  • საბიუჯეტო რესურსების მართვა - 23,2 მლნ ლარი.

გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, რომ მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნა 17 აუდიტის ანგარიში/კონკრეტული ინფორმაცია. ამ საქმეებიდან ოთხი მიმდინარე საქმეებს შეეხებოდა, 13-ზე კი ახალი გამოძიება დაიწყო.