აუსტრევიჩიუსი სირაძისა და “ხარებასთვის” სანქციების დაწესებას ითხოვს

1 week ago 14

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ითხოვს, სანქციები დაუწესდეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძესა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე “ხარებას”.

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, რომ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ქართველი ხახის ნებას და აკავებენ მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს.

“საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ავალდებულებს, პოლიტიკური რეფორმების გატარებას. მცდელობა, რომ რეპრესიული კანონი გამართლდეს დასავლური პრაქტიკით, უბრალოდ პათეტიკურია. ეს კანონი არის რუსულ ავტორიტარიზმთან დაახლოება. ამავე დროს, მე მივესალმები საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ოპოზიციურ განწყობას და ქმედებებს და სამოქალაქო აქტივიზმის დასავლური მომავლის დასაცავად.

კოლეგებო, გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და მოვიწოდებ ევროკავშირის ინსტიტუტებს, გამოიყენონ მიზნობრივი სანქციები იმ ადამიანბეის მიმართ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს და აორგანიზებს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას. კერძოდ, ზვიად ხარაზიშვილი და ვაჟა სირაძე. ეს ადამიანები მოქმედებენ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის განმეორებით მიღების მცდელობა, არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მედიის

აუსტრევიჩიუსმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო პარტია “ახალის” თანადამფუძნებელზე, ნიკა გვარამიაზე მადლობის გადახდით, რომელიც ესწრებოდა ევროპარლამენტში დებატებს საქართველოს შესახებ. ევროპარლამენტარმა გვარამიას “თავდადებისა და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლისთვის” მადლობა გადაუხადა.


დღეს, 23 აპრილს ევროპარლამენტში გაიმართა დებატები საქართველოს შესახებ. სესიის სახელწოდება იყო “საქართველოში უცხოელი გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღების ხელახალი მცდელობა და მისი გავლენა სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე. დებატებში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა და 15-მა ევროპარლამენტარმა.

ამავე დღეს, ევროპარლამენტში დაინიციირდა რეზოლუცია “საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ”. რეზოლუციის ავტორების შეფასებით, კანონი საკამათოდ მიიჩნევა და ხელისუფლებას დამოუკიდებელი ხმების დისკრედიტაციისა და შეზღუდვის მძლავრ ინსტრუმენტს აძლევს. ამასთან, საფრთხეს უქმნის პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას და შეამცირებს საზოგადოებრივი ცხოვრების ნამდვილ გამჭვირვალობას საქართველოში. რეზოლუციის კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა