აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხე გამოცხადდა

2 hours ago 1

აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხე გამოცხადდა, ამის შესახებ დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

სოხუმის ცნობით, საჰაერო სივრცეს საჰაერო თავდაცვის (ПВО) ძალები და შეიარაღებული ძალების მორიგე დანაყოფები აკონტროლებენ, თუმცა მოქალაქეებს მოუწოდებენ დატოვონ ღია ადგილები, საფრთხის შესახებ გააფრთხილონ გარშემომყოფები, არ იმყოფებოდნენ უპილოტო აპარატების პირდაპირი ხედვის არეალში და არ ეცადონ დრონების საკუთარი ძალებით ჩამოგდებას.

ივნისის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ რუსეთის ტერიტორიებზე დრონების მასშტაბური თავდასხმის დროს აფხაზეთის თავზე ჩამოგდებული იყო უკრაინული უპილოტო აპარატები.

სრულად წაკითხვა