მოჰამედ სალაჰმა, რომელსაც ლივერპულთან არსებული კონტრაქტი ზაფხულში ეწურება კლუბზე ისაუბრა.
"წარმოუდგენელი გრძნობაა ამ კლუბის მაისურით თამაში, ვიტყოდი, რომ აქ გატარებული თითოეული წამით ვტკბები.
მაშინაც კი, როდესაც რთული პერიოდი გვედგა, საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ თითოეული მომენტით მესიამოვნა, რადგან მსგავსი გამოცდილება შესაძლოა აღარსდროს განმეორდეს ცხოვრებაში
", - განაცხადა სალაჰმა.შეგახსენებთ, სალაჰმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში თავი 20 გოლითა და 17 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.