არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, დაუშვებელია არასრულწლოვანისთვის თავისუფლების შეზღუდვა, - თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით არის შესაძლებელი.
ასევე, არასრულწლოვანის დაკავება და დაპატიმრება, მისთვის თავისუფლების შეზღუდვა და თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.
შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, ის დაკავებულია თუ არა. რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას.
- დღეს საღამოს პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს პოლიციამ გზის სავალი ნაწილის დაკავების საშუალება არ მისცა; პოლიციის კორდონი გზის ორივე მხარეს აღიმართა; ამ დროს ერთი ადამიანი დააკავეს - ექიმი, კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი;
- მოგვიანებით მოეწყო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენ და აქცია იქაც გაიმართა;
- შემდეგ დემონსტრანტები ლეონიძის ქუჩით დაბრუნდნენ რუსთაველზე, პარლამენტის წინ.
- პარლამენტისკენ მსვლელობისას, პოლიციამ მათ კვლავ არ მისცა გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალება.
არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი - ინიციალებით ა.ხ. - პოლიციელებმა სწორედ გიორგი ლეონიძის ქუჩაზე დააკავეს.
„პუბლიკის“ ცნობით, მანამდე მას სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდა ერთ-ერთი პროსახელისუფლებო ტელევიზიის ოპერატორთან.
მეორე მოქალაქე, 18 წლის ალექსანდრე რაზმაძე, პარლამენტთან ძალის გამოყენებით დააკავეს. მის დაკავებაში არაერთი პოლიციელი მონაწილეობდა. მას ყელის/კისრის არეში პოლიციელებმა ხელი მოუჭირეს, რის შემდეგაც ჩაიკეცა, პოლიციელებმა მისი დაკავება განაგრძეს.

3 weeks ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·