“აღმოჩნდა, რომ ყველა ოპოზიციონერზე მეტად ბიძინა ივანიშვილი გაპროტესტებთ, გამხელთ და ბრალს გდებთ” – არჩილ გამზარდია “ქართულ ოცნებას”

1 day ago 2

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული მინიშნებებით, მმართველ პარტიას და მის მხარდამჭერებს მიმართავს:

არცერთ ოპოზიციონერს ისე არ დაუსაბუთებია “ქართული ოცნების” მავნებლობა, როგორც ბიძინა ივანიშვილი ასაბუთებს ყოველდღიურად საკუთარი მმართველობითი სისტემის ანტისახელმწიფოებრიობას.

ასეთი შეუდავებელი მხილებით უნდა დადგეს მმართველი პარტიის როგორც პირდაპირი, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

არა ოპოზიცია, თვითონ ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს რა კორუმპირებული და ანტისახალხო ხელისუფლება გვყავს. – რომელი თქვენგანიც ამ თეზისს ეწინააღმდეგებით, ივანიშვილს გაუპროტესტეთ, ოპოზიციას კი არა, ის გდებთ ყველა ბრალდებას და თავადვე ამტკიცებს “ქართული ოცნების” ანტისახელმწიფოებრიობას.

აღმოჩნდა, რომ ყველა ოპოზიციონერზე მეტად ბიძინა ივანიშვილი გაპროტესტებთ, გამხელთ და ბრალს გდებთ.

მას შეედავეთ )))“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა