აშშ 25%-იან გადასახადს დაუწესებს ავტომობილების იმპორტს

3 weeks ago 26

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა 25%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესოს ავტომობილების იმპორტს. ტრამპმა 26 მარტს განაცხადა, რომ ტარიფი 2 აპრილიდან ამოქმედდება.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა. მისი განცხადებით, ტარიფები არის გადასახადები, რომლებიც აზიანებს როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებლებს აშშ-სა და ევროკავშირში.

ფონ დერ ლაიენის თანახმად, ევროკავშირი განაგრძობს საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დაცვით.

აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების მეორე ვადით შესრულების დაწყებიდან ორ თვეში დონალდ ტრამპმა უკვე დააწესა და დააანონსა არაერთი ტარიფი. მათ შორის, მარტიდან აამოქმედა 25%-იანი გადასახადი იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე. აშშ-ის პრეზიდენტი იმუქრება, რომ 200%-იან გადასახდს დაუწესებს ევროკავშირში წარმოებულ ალკოჰოლურ პროდუქციას.

ტრამპი ტარიფებს მიიჩნევს სხვა სახელმწიფოებზე ზეწოლის და ამერიკის ეკონომიკის გაძლიერების საშუალებად. აშშ-ის პრეზიდენტის ოპონენტები აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები რეცესიას და ფასების ზრდას გამოიწვევს.

სრულად წაკითხვა