WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობამ 1 სექტემბერს გამოაცხადა, რომ იერიში მიიტანა ირანში სამიზნეებზე.

„დარტყმები მოჰყვა IRGC-ის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმის მცდელობებს ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ნაოსნობაზე და რეგიონში დისლოცირებულ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე.“

ეს ინფორმაცია აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობამ (CENTCOM) გაავრცელა X-ის მეშვეობით.
ირანის ტელევიზიის ცნობით, აშშ-მა დაბომბა ირანის სამხრეთის ქალაქ ჯიროფთის აეროპორტი, რომელიც სანაპირო ზოლიდან, ნავსადგურ ბანდარ აბასიდან დაახლოებით 300 კილომეტრში მდებარეობს.
CENTCOM-ის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ირანულმა მედიამ გავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა საპორტო ქალაქებში — ბანდარ-აბასსა და სირიკში, ასევე კუნძულ ქეშმზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან ირანს მრავალი შანსი მისცა.
„ვფიქრობ, მათთან შეთანხმება იმ ქაღალდის ფასადაც კი არ ღირს, რომელზეც ის არის დაწერილი. ჩვენ მათ მრავალი შანსი მივეცით“, — მოჰყავს Fox News-ი მის სიტყვები.


ტრამპმა თქვა ასევე 1 სექტემბერს, , რომ თუ ირანი ამ სრულად გამართლებული თავდასხმის გამო შურს იძიებს, მათ კიდევ უფრო ძლიერ და მაღალ დონეზე დავარტყამთ.


31 აგვისტოს აშშ-მა ირანის კუნძულ ლარაქს დაარტყა, სადაც მდებარეობს ასევე რაკეტის გამშვები დანადგარები, რასაც ირანმა საპასუხო იერიშით უპასუხა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე რეგიონში.