აშშ-ს კონგრესში ფილმის “დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთის” ჩვენება გაიმართა

1 week ago 10

“ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმის “დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთის” ჩვენება და გამოფენა გაიმართა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა “TV პირველთან განაცხადა”, რომ მსგავს თემაზე გამოფენის გამართვა კონგრესში ძალიან მნიშვნელოვანია.

“საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ კონგრესში, ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც საქართველოს შეეხება, იმართება გამოფენა, თან ასეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება 61 მილიარდით უკრაინის დახმარების შესახებ. ეს ძალიან დიდი კამათის და შიდა პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყო, მათ შორის, დაპირისპირების. სწორედ ამ დროს, იმ გზავნილით ჩამოსვლა, რომ დღეს თუ არ შეჩერდება რუსეთი, ხვალ უფრო ძვირი დაუჯდება მსოფლიოს და კონკრეტული, აფხაზეთის მაგალითის მოყვანა… როდესაც 30 წლის წინ რუსეთი გენოციდურ დანაშაულებს ჩადიოდა. დასუსტებული რუსეთი, მაშინ რომ შეჩერებულიყო, დღეს ასეთი დილემის წინაშე არ იდგებოდა მსოფლიო. ამიტომ ჩვენი ერთი გზავნილი არის ეს, რომ რაც უფრო გადაიდება რუსეთის დამარცხება, დაჩოქება და გასამართლება, მით უფრო ძვირი დაუჯდება ეს მსოფლიოს.

მეორე გზავნილი, რაც გვაქვს, ნატოს გაფართოებას შეეხება, რასაც რუსეთი ხშირად უკავშირებს თავის აგრესიას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ამას ადასტურებს ქართველების გენოციდი აფხაზეთში, რადგან მაშინ, როდესაც რუსეთმა აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა, ქვეყანაში არანაირი დისკუსია იმ წლებში ევროკავშირში და მითუმეტეს, ნატოში გაწევრიანებაზე, არ მიმდინარეობდა” – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

სრულად წაკითხვა