აშშ სავიზო დეპოზიტის პროგრამას მუდმივს ხდის ათობით ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის

8 hours ago 11

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივ ხასიათს მიანიჭებს სავიზო დეპოზიტის პროგრამას, რომელმაც შესაძლოა 50 ქვეყნის (უმეტესად აფრიკის რეგიონიდან) მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მოთხოვნისას 20 000 დოლარამდე დეპოზიტის გადახდა დააკისროს.

Reuters წერს, რომ ამის შესახებ ნათქვამია პარასკევს ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფედერალურ შეტყობინებაში. ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის საქართველოცაა.

Reuters წერს, რომ ფედერალური რეესტრის შეტყობინება ეხება B1 და B2 ტიპის ვიზებს, რომლებიც ბიზნეს და ტურისტული მოგზაურობისთვის გაიცემა.

„საკონსულო მოხელეებს უფლება ექნებათ, შესაბამისი კატეგორიის არასაემიგრაციო ვიზის მაძიებლებს, ვიზის გაცემის პირობად, 20 000 დოლარამდე გირაოს ჩადება მოსთხოვონ, საკონსულო მოხელის შეხედულებისამებრ“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში, საკონსულო მოხელეებს შეეძლოთ მოეთხოვათ 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტი. საბოლოო წესი აუქმებს 5 000-დოლარიან ვარიანტს და გირაოს მაქსიმალურ ზღვარს 20 000 დოლარამდე წევს.

საბოლოო წესი ძალაში 3 აგვისტო შევა, როცა დაგეგმილია მისი გამოქვეყნება ფედერალურ რეესტრში.

აშშ-ის საელჩოს განმარტება $15 ათასამდე სავიზო გარანტიებზე

სრულად წაკითხვა