აშშ-ის შუამავლობით უკრაინისა და რუსეთს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 10-11 ნოემბერს გაიმართება არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში. თარიღი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა დაასახელა.
უიტკოფმა 3 ნოემბერს პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ სამუშაო დონეზე მოლაპარაკებების დროს განიხილება ომის შემდგომი უსაფრთხოების ზომები, დეესკალაცია, ჰუმანიტარული ძალისხმევა და შემდგომი ნაბიჯები მშვიდობისკენ გზაზე.
მანამდე, ამ კვირაში აშშ-ის წარმომადგენლები ბრიუსელში შეხვდებიან საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის და ნატოს წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ომის შემდეგ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და ეკონომიკური შესაძლებლობები უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად.
radiotavisupleba ახალი ამბები