ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც 12 წელია უმძიმესი შფოთვითი აშლილობით იტანჯება (ვიდეო)

1 week ago 1

წაკითხვა: 118

ეს ახალგაზრდა 26 წლის ბექა გრემელაშვილია, რომელიც უკვე 12 წელია უმძიმესი შფოთვითი აშლილობით იტანჯება. მისი ზუსტი დიაგნოზია კრუნჩხვით-შფოთვითი აშლილობა პაროქსიზმული ეპიზოდებით, რეზისტენტული დეპრესია, ჰისტრიონული პიროვნული აშლილობა, აფექტური აშლილობა, რის გამოც ხშირად სუიციდური ფიქრები ეძალება და ერთადერთ გამოსავალს სწორედ სუიციდში ხედავს.

ყველაფერი 14 წლის ასაკში დაიწყო, მანამდე ბექა ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, თუმცა ერთ დღესაც, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
მარტო ვერ გადის გარეთ, ვერ ასრულებს ელემენტარულ რუტინულ ფუნქციებს – არის მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში, თითქმის 12 წელია ძილი სანატრელი გაუხდა და ესაჭიროება ჯერ ქართულ ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობა, შემდეგ უკვე საზღვარგარეთ, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

“არ ვიცი სადამდე ვიცოცხლებ მე სულ მარტო ვარ მე არ ვიცი რა არის ერთი დღე კარგი ზოგადად კარგი დღე რა არის არ ვიცი ძალიან გთხოვთ”- მწერს ბექა.

კლინიკის კალკულაციის მიხედვით, ამ ეტაპზე საჭიროა 31 ათას 500 ლარი, რათა მოხდეს ბექას გადაყვანა და მკურნალობა თბილისში მდებარე კერძო კლინიკაში, სადაც მკურნალობა 31 ათას 500 ლარი ჯდება.

დახმარების მსურველებს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ქვემოთ მოცემულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000570764498

თიბისი ბანკი: #GE58TB7526445068100005

Paypal: NNadirashvili58

პირადი ნომრით: 20001059036

მიმღები: ნინო ნადირაშვილი (დედა)

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა