„სარკე“
„დავიწყე მუშაობა წიგნზე „შეცდომები”. შეცდომები გარდაუვალია. შემდეგ ვცდილობთ, გამოვასწოროთ, მაგრამ ზოგჯერ გამოგვდის, ზოგჯერ – არა. კარიერის კუთხითაც ბევრი შეცდომა დავუშვი. 120-მდე სპექტაკლი დავდგი. არ ვამბობ, რომ ყველა თანაბრად კარგი იყო. სპექტაკლების დროსაც დამიშვია შეცდომები“, – უთხრა რეჟისორმა და მსახიობმა, გოგი ქავთარაძემ „სარკეს“ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. ის 5 წლის წინ, დეკემბრის თვეში, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო ხანებში ჯანმრთელობის მხრივ თავს კარგად არ გრძნობდა, გული აწუხებდა, თუმცა ფართო საზოგადოებას ამის შესახებ არ შეუტყვია. „სარკესთან“ ის გულახდილად ყვებოდა თავის გულისტკივილსა თუ ცხოვრების განვლილ გზაზე:
_ მსახიობობაზე არ ვფიქრობდი. მეგონა, ჩემი მონაცემებით არ შეიძლებოდა, რომ მსახიობი გავმხდარიყავი. ამისთვის კარგი გარეგნობა, ხმა იყო საჭირო, მე არც ერთი მქონდა და არც მეორე…
თეატრი ძალიან დაუნდობელი დაწესებულებაა. ფათერაკებით, ინტრიგით, კონფლიქტებით სავსეა, თუმცა ბევრი რამ კარგი ხდება. რაც ყველაზე მთავარია, ნიჭი არასოდეს იკარგება. ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი ადგილი დაიკავო. თუ თეატრისთვის თავდადებული ხარ, ამას აუცილებლად შეამჩნევენ…
სოხუმიდან 1992 წელს წამოვედი. ახლა აფხაზეთში რომ შევიდე, ხელს არავინ შემიშლის, იქ მტერი არ მყავდა. რაღაც შეცდომები ჩვენც დავუშვით მათთან ურთიერთობებში…
სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში

7 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·