მარტვილის მუნიციპალიტეტ, სოფელ ხუნწში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე მწყემსმა იპოვა. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
pozitivi.ge