“ახლა სად უნდა ვიშოვო სამსახური? კაპიკი არ მაქვს შენახული” - რას ჰყვება ვახტანგ ფანჩულიძე, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს

1 month ago 8

ვახ­ტანგ ფან­ჩუ­ლი­ძემ (ბურ­ნუ­თა ფილ­მი­დან "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა") გუ­შინ სა­ღა­მოს პოს­ტი და­წე­რა, რომ მუშ­თა­ი­დის ბა­ღის დი­რექ­ცი­ამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა სამ­სა­ხუ­რი­დან, სა­დაც 10 წელი მუ­შა­ობ­და.

მსახიობმა მოგ­ვი­ა­ნე­ბით პოს­ტი წა­შა­ლა. ფიქ­რობს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით მოხ­და, რად­გან მსა­ხი­ო­ბი ბოლო პე­რი­ოდ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე გა­მოჩ­ნდა.

AMBEBI.GE ვახ­ტანგ ფან­ჩუ­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

3 მარტს გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან, მი­ზე­ზად მი­თხრეს, კა­რუ­სელ­ზე, შენ სა­დაც მუ­შა­ობ, ბევ­რი ბავ­შვე­ბი არ მო­დი­ა­ნო. ამი­ტომ არ აქვს შე­მო­სა­ვა­ლიო. წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 3 ათა­სი ლარი აქვს და შენი ხელ­ფა­სი კი წე­ლი­წად­ში 4 ათა­სი ლა­რია და წა­გე­ბა­ში­აო კომ­პა­ნი­აო. მე ვუ­თხა­რი, ამ კა­რუ­სელ­ზე ცოტა ბავ­შვე­ბი რომ მო­დი­ან ჩემი ბრა­ლია-მეთ­ქი? ეს არის თქვე­ნი ბრა­ლი, კა­რუ­სე­ლი რომ გა­უ­მარ­თა­ვია-მეთ­ქი. მე­ო­რე კა­რუ­სე­ლი გვაქვს გე­მე­ბი, სა­დაც ბევ­რი ბავ­შვე­ბი არი­ან. ამ­ჟა­მად იქ ოპე­რა­ტო­რი არ ჰყავთ, ცა­რი­ე­ლია. ვუ­თხა­რი, თუ მი­ზე­ზი ეგ არის, მა­შინ ეს კა­რუ­სე­ლი და­ხუ­რეთ და სა­დაც ათი ათა­სი ლარი შე­მო­დის თვე­ში, იქ გა­და­მიყ­ვა­ნეთ-მეთ­ქი. თუ სხვა მი­ზე­ზი არ არის-მეთ­ქი. არ გა­და­მიყ­ვა­ნეს. ვფიქ­რობ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით.

მუშ­თა­ი­დის ბა­ღის უფ­როსს ალე­კო ქევ­ხიშ­ვილს და­უ­რე­კა ალე­კო ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა - ყო­ფი­ლი წყალ­ბურ­თე­ლია, ახლა კი ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფა­ვო­რი­ტია. მან და­ა­ვალ­დე­ბუ­ლა, რომ მე გა­ვეშ­ვი სამ­სა­ხუ­რი­დან. თუ ასე არ არის, მა­შინ რა­ტომ არ გა­და­მიყ­ვა­ნეს მე­ო­რე კა­რუ­სელ­ზე. იქ ახლა არა­ვინ მუ­შა­ობს, ცა­რი­ე­ლია და ადა­მი­ანს ეძე­ბენ, რომ უნდა მი­ი­ღონ. რაღა სხვა მი­ი­ღონ, მე გა­და­მიყ­ვა­ნონ.

რამ­დე­ნი წელი მუ­შა­ობ­დით, რო­გორ და­გემ­შვი­დო­ბათ გუნ­დი?

- 10 წელი ვი­მუ­შა­ვე, გუნ­დი კარ­გად და­მემ­შვი­დო­ბა, მათ რა უნდა ქნან, ყვე­ლას ეწყი­ნა, ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი. გა­უკ­ვირ­დათ, გული დას­წყდათ. დი­რექ­ცი­ა­საც ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ცა­რი­ე­ლი კა­რუ­სე­ლი ხომ არის, ფული რო­მელ­საც შე­მო­აქ­ვსო. ეს ხომ მარ­ტი­ვია, მე გა­მიშ­ვეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით მე ხომ წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ დიქ­ტა­ტუ­რის, უმუ­შევ­რო­ბის, ტან­ჯვა-წა­მე­ბის, რა­საც აკე­თებს ეს მო­ძა­ლა­დე უზურ­პა­ტო­რი მთავ­რო­ბა. ამი­ტომ მო­ინ­დო­მეს ჩემი გამ­წა­რე­ბა და გა­მიშ­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან.

- აქ­ცი­ებ­ზე სი­ა­რუ­ლის პე­რი­ოდ­ში თუ მო­უ­ცია სამ­სა­ხურ­ში ვინ­მეს შე­ნიშ­ვნა?

- აქ­ცი­ებ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად დავ­დი­ვარ. ექვს სა­ათ­ზე სამ­სა­ხუ­რის მერე მივ­დი­ვარ და თერ­თმე­ტამ­დე ვრჩე­ბი და მივ­დი­ვარ სახ­ლში. ეს იცო­და დი­რექ­ცი­ამ.

- ახლა რა უნდა ქნათ, სად იშო­ვით სამ­სა­ხურს?

- ყველ­გან ვკი­თხუ­ლობ და სულ ახალ­გაზ­რდე­ბი უნ­დათ. არ­სად არ უნ­დათ 69 წლის ადა­მი­ა­ნი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯან­ზე ვარ და არა­ფერს ვუ­ჩი­ვი. ყვე­ლა მიც­ნობს. მაგ­რამ მეს­მის მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა უნ­დათ ყველ­გან. 60 წლის ზე­ვით არა­ვინ აღარ გი­ღებს სამ­სა­ხურ­ში და პენ­სია მა­ინც ჩა­მო­წი­ონ მა­მა­კა­ცებ­ზე 60 წლამ­დე. ახლა მე სად ვი­შო­ვი ახალ სამ­სა­ხურს. ჩემი ხელ­ფა­სი იყო 400 ლარი. გა­მო­ნათ­ქვა­მი რომ არის, სა­ბა­ნი სა­დამ­დეც გაგწვდე­ბა იქამ­დე გა­ი­ყო­ლეო. ახლა რა უნდა ვქნა, სა­ხელ­მწი­ფო უბიძ­გებს ადა­მი­ანს და­ნა­შა­უ­ლის­კენ. ახლა მა­გას რო­გორ ვი­კად­რებ.

გარ­შე­მო ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლია, არა­ვის ეგო­ნა რომ გა­მიშ­ვებ­დნენ. ძა­ლი­ან დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტი მქონ­და, ხალ­ხი მო­დი­ოდ­ნენ და სუ­რა­თებს იღებ­დნენ ჩემ­თან, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ თქვე­ნი გუ­ლის­თვის მოვ­დი­ვა­რო. ოჯა­ხი, სიყ­ვა­რუ­ლი, ადა­მი­ა­ნი, ხან­ში­შე­სუ­ლი ამათ­თვის ეს სი­ტყვე­ბი არ არ­სე­ბობს. ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვის დო­ნე­ზე და­იყ­ვა­ნა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. 69 წლის ადა­მი­ანს უშ­ვე­ბენ რო­მელ­საც 400 ლარი აქვს ხელ­ფა­სი და იცი­ან ვე­რა­ფერს ვე­ღარ იშო­ვის. ამათ ვერ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, ადა­მი­ა­ნი რო­მელ­საც აქვს 400 ლარი, იქი­დან რა­მეს ვერ შე­ი­ნა­ხავს. კა­პი­კი არ მაქვს შე­ნა­ხუ­ლი, ეს ფული ერთი კვი­რა თუ გე­ყო­ფა ადა­მი­ანს.

წყარო: ambebi.ge

სრულად წაკითხვა