WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ოკუპირებულ აფხაზეთში 36-წუთიან ანიმაციურ ფილმზე „ნართ სასრიყვა“ მუშაობა სრულდება, რომელიც აფხაზური ზღაპრის მოტივებზე შეიქმნა.

„აფსნიპრესის“ ცნობით, პროექტს სცენარისტი და რეჟისორ-ანიმატორი ასტამურ კვიცინია ხელმძღვანელობს.

მულტფილმი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბასა და ე.წ. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იქმნება. გუნბამ მულტფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი თავად გაახმოვანა.

კვიცინიას განცხადებით, მულტფილმი უახლოესი ერთი თვის განმავლობაში იქნება მზად. პრემიერის ზუსტ თარიღებსა და ჩვენების ადგილებს ორგანიზატორები მოგვიანებით გამოაცხადებენ.

„ნართ სასრიყვა“ აფხაზური ნართების ეპოსის თქმულებაა გმირ სასრიყვაზე, რომელიც ნართებს იცავს და არაერთ საგმირო საქმეს ასრულებს.