ბათუმი ქვიშის ფეხბურთში ევროპის საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლებს

1 day ago 1

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბათუმი ქვიშის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სამასპინძლო ადგილად კი 'ქვიშის არენა' შეირჩა.

როგორც ირკვევა, აღნიშნული ტურნირის თამაშები 18 ინვლისიდან დაიწყება და 20 რიცხვში დასრულდება, სადაც დასწრება თავისუფალი იქნება.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ის ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან იასპარეზებს, ესენია: პორტუგალია, ესტონეთი და შვეიცარია, ხოლო B ჯგუფში თურქეთი, გერმანია, ჩეხეთი და ბელარუსი იქნებიან.

ტურნირის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იტალიელი სპეციალისტი მასიმილიანო დე ჩელისი გახდა, რომელიც საქმიანობას 3 ივლისიდან შეუდგება.

შეხვედრებს პირდაპირ ეთერში ორგანიზაციის ოფიციალური გვერდი Beachsoccertv.com შემოგთავაზებთ.

სრულად წაკითხვა