რეჟისორმა ნუკრი ქანთარიამ ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო თეატრის დირექტორის თანამდებობა დატოვა. დაკავებულ თანამდებობას ხელოვანი პირველი ნოემბრიდან აღარ იკავებს. მის გადადგომას ბათუმის თეატრის მსახიობები სექტემბრიდან ითხოვდნენ, მათ ქანთარიას კარიც კი აუჭედეს.
დაპირისპირების მიზეზი გარდაცვლილი მსახიობის 42 წლის ოთარ ქათამაძის უპატივცემულობა გახდა. მას ანევრიზმა გაუსკდა. თეატრის დირექტორმა ახალგაზრდა ხელოვანის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სამძიმარიც კი არ უთხრა.
ბათუმის თეატრის მსახიობები აჭარის კულტურის მინისტრს არაერთხელ შეხვდნენ და ნუკრი ქანთარიას გათავისუფლება მოითხოვეს. დღეიდან იგი ბათუმის თეატრის დირექტორი აღარ არის.

18 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·