"ბარსელონა" "დორტმუნდთან" საშინაო ფორმით ითამაშებს

1 week ago 8

"ბარსელონა" დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ საშინაო, ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმით ითამაშებს, - იუწყება Mundo Deportivo.

ბოლო 3 წელიწადში პირველად ხდება, რომ ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩს კატალონიელები საშინაო ფორმით ჩაატარებენ. ძირითადადად, ამაში ხელს მათ მარკეტინგული წნეხი და მეტოქე გუნდის ფერებთან დამთხვევა უშლიდა ხოლმე ხელს.

"სიგნალ იდუნა პარკზე" პირველი ფორმით თამაშის ნებართვა "ბლაუგრანამ" უეფასგანაც მიიღო.

ამით დასრულდება 15-მატჩიანი სერია, რომლის განმავლობაშიც "ბარსას" ფეხბურთელები ევროტურნირების ეგიდით გამართულ საგარეო ჯახებს მეორე ან მესამე ფორმით თამაშობდნენ.

15 მატჩის წინ კი "ბარსამ" ტრადიციულ ფერებში კიევში ითამაშა. "დინამო კიევს" მათ 2021 წლის 2 ნოემბერს, ანსუ ფატის გოლით მოუგეს.

სრულად წაკითხვა