WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მიშა მესხი ბუდუ ზივზივაძის მამას მიმართავს:

,,ბატონო კახა, თავშეკავება უფრო გმართებდათ დამიჯერე. თქვენ შვილს არავინ დაძალა და ეს მისო ნება იყო და არა პრობლემა. მაგრამ თქვენი შვილი როცა აკაცუკების მხარე დაიჭირა მაგას რომ ერი აყოლოდა ეგ თქვენი საყვარელი ქუთაისი უკრაინის ქალაქებივით დაფერფლილი იქნებოდა. და თქვენ ღმერთმა კარგათ გამყოფოთ და ომში განწირული იქნებოდით. მაშინ რასაც სკნადირებდნენ რომელიმე მოხდა? რუსეთში შევედით? ენა წაგვართვეს? უვიზო მიმოსვლა შეწყდა? ქვეყანა დასანქცირეს? კაი რა მართლა კაი რა. ჯერ კიდევ წლების უკან მქონდა ინფორმაცია არა მარტო ფეხბურთელებს მათ ცოლებსაც წერდნენ. და მოერიდებოდათ? რუსი კვარაცხელიაო არ წერდნენ? მე ვინ ვარ და ჩემო 5 წლის შვილს წერდნენ ეგ დედა მო**ნულები!!!” – წერს ბუდუ ზივზივაძის მამას, კახა ზივზივაძეს მიშა მესხი.

კახა ზივზივაძე ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის განცხადებებს დღეს ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა:

“არ ვაპირებდი პასუხს მაგრამ მართლა მაინტერესებს, ამ ბიჭმა გამაგებინოს რომელმა ძალებმა იმოქმედეს და დაწნეხეს ფეხბურთელები (პირველი მე ვიქნები ვინც პასუხს მოსთხოვს ჩემ შვილს, თუ ვინმეს გავლენით რაიმე თქვა) რომ თავისი აზრი გამოეხატათ.. მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტა სინდისი არ აწუხებს? რა გამოდის 26 ფეხბურთელიდან 4 მა ,,გაუძლო,, ძალების დაწნეხვას?

რად უნდა კონსტიტუციის დაცვას და რეფერენდუმის შედეგებს ვინმე ძალების ზეწოლა? ვალდებულები არა ვართ?“ | დაწერა ბუდუ ზივზივაძის მამამ.

🔻 გიორგი გველესიანმა Geo Team-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პოლიტიკურ საკითხებზეც ისაუბრა და თქვა რომ 2024 წელს ქართული ოცნების წინასაარჩევნო კლიპში მონაწილეობის მიღება “მისი ვალი” იყო. გველესიანის თქმითვე, “ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ [ევროინტეგრაციის] მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, “ჩვენი გზა არის ევროპაში” – მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენ ეკონომიკას?”