ბაქოს სასამართლომ აქტივისტი 3 წლით დააპატიმრა

1 month ago 20

ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოში დასრულდა ორუჯევის საქმე. ბაქოს სასამართლომ აზერბაიჯანელს აქტივისტს მოჰიადდინ ორუჯევს სამი წლით თავისუფლების აღკვეთით მიუსაჯა. აქტივისტმა გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი დაკავება ცრუ ბრალდების საფუძველზე მოხდა მისი სამოქალაქო აქტივობის გამო.

როგორც “კავკაზსკი უზელი “ წერდა, 2023 წლის 15 დეკემბერს აქტივისტი მოჰიადდინ ორუჯევი, რომელმაც პოლიციელები ძალადობაში დაადანაშაულა ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ბრალდებით დააპატიმრეს. ორუჯევის დედამ განაცხადა, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა წინასწარი დაკავების იზოლატორში გაუარესდა, თუმცა მას სამედიცინო დახმარება არ გაეწია.

2024 წლის 11 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე ორუჯევმა ბრალდებები უარყო. 7 იანვარს სასამართლო პროცესი განუსაზღვრელი ვადით შეწყდა მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა, მისმა ნათესავებმა და მხარდამჭერებმა სასამართლო დარბაზში პროტესტი გამართეს. ადვოკატის თქმით, მოსამართლეებმა უგულებელყვეს პოლიციელის ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობები.

2023 წლის ოქტომბერში ორუჯევი 30 დღით ადმინისტრაციულად დააკავეს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობის ბრალდებით. მისი ძმის განცხადებით, პოლიცია აქტივისტის წინააღმდეგ ინტერესს სოციალურ ქსელებში ხელისუფლების კრიტიკულ კომენტარზე გამოხატული აზრის გამო იჩენდა.

ადვოკატ ნაზიმ მუსაევის განმარტებით, სასამართლომ ორუჯევის ბრალდება შეცვალა და უფრო მსუბუქ მუხლზე გადააკვალიფიცირა — ნარკოტიკული ნივთიერებების დიდი ოდენობით შეძენა, შენახვა ან გადატანა არა გასაღების მიზნით (234.1-1 მუხლი). შედეგად, ორუჯევი სამი წლით თავისუფლების აღკვეთით დაისაჯა.

მუსაევის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება შემსუბუქდა და სასჯელი პროკურორის მოთხოვნაზე ოთხი წლით ნაკლებია, დაცვის მხარე ვერდიქტს არ ეთანხმება და გეგმავს გადაწყვეტილების გასაჩივრებას

სრულად წაკითხვა