ამერიკული მედიის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის მამული 51.5 მილიონ აშშ დოლარად (4 900 დოლარი კვადრატულ ფუტზე), რაც ჰიბისკუსისა და პალმის კუნძულებისთვის რეკორდული ფასია.
ქონების რეესტრის მონაცემების მიხედვით, გამყიდველია კომპანია 270 S. Hibiscus Drive Inc., რომელმაც 2021 წელს ამ ქონების თეთრ კარკასში 19 მილიონი დოლარი გადაიხადა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამ იურიდიულ პირს Wolsen Real Estate-ის დამფუძნებელი დენის სმიკალოვი მართავს, თუმცა მისი ერთადერთი აქციონერი გიორგი ბაჩიაშვილია.
მამულის მყიდველია Liholiho Trust, ხოლო მინდობილი პირი დანიელ კრებსი.
ვილას აქვს შვიდი საძინებელი და შვიდი აბაზანა, ასევე ღამის კლუბი, აუზი და ორი კერძო ნავსაყუდელი, რომელიც გათვლილია 105 ფუტის სიგრძის იახტაზე.
netgazeti