რუსთავში ავტომობილი ქალს დაეჯახა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით მე-12 მკ/რ-ში “BMW”-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი 68 წლის ქალს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
როგორც “ინფო რუსთავს” კლინიკა რუსთავში განუცხადეს, დაშავებული ქალს ამზადებენ საოპერაციოდ. პაციენტს მარცხენა წვივის ძვალი და მარცხენა მხარი აქვს მოტეხილი.
“112-ის ბრიგადის მიერ შემოყვანილია შუახნის ქალბატონი, რომელსაც აღენიშნება მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები. პაციენტი ამ ეტაპზე ყოვნდება ემერჯენსის განყოფილებაში, უტარდება კლინიკურ ლაბორატორიული კვლევები. მისი მდგომარეობა გახლავთ საშუალო სიმძიმის და იმყოფება ექიმების ზედამხედველობის ქვეშ”,- განაცხადა კლინიკა რუსთავის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ექიმმა, თეა გელაშვილმა.
წყარო: ინფო რუსთავი

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·