ბევრი ვიმუშავე, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიეღო და გული მწყდება - გერმანიის ელჩი

3 hours ago 3

გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის განცხადებას, რომ საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, არანაირ მოლოდინს არ ამართლებს.

ფიშერი ამბობს, რომ ბევრი იმუშავა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, განვითარებული მოვლენები კი "გულდასაწყვეტია".

"თუ თქვენ ხართ ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება და თქვენ მიიღებთ ასეთ წინადადებას, რაც გამოყოფილია და გერმანია ეთანხმება მას, მაშინ პრობლემა გაქვთ. ბევრი ვიმუშავე, რათა საქართველოს მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გული მწყდება", - წერს ელჩი პლატფორმა X-ზე.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი X-ზე გამოეხმაურა 2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელში გამართულ აქციაზე პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების დაკავების და მათზე ძალადობის კადრების გავრცელებას.

"მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა, რომელიც თბილისში მოხდა, მიუღებელია.

საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, არანაირ მოლოდინს არ ამართლებს.

ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას მის ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის", - დაწერა მან.

2 თებერვალს თბილისში აქციებზე 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგან ყველაზე მცირე, ხუთს, დაკავებისას ძალადობის გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

ამ აქციის დაანონსების შემდეგ, ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით შეცვალა კანონი - მთავრობამ 31 იანვარს დაამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაემატა. შესაბამისად, გზის ის მონაკვეთი, სადაც აქცია იყო დაგეგმილი, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტად გამოცხადდა და მისი გადაკეტვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდა.

სრულად წაკითხვა