20 მარტს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთი განცხადების გამო იმის შესახებ, რომ საგარეო საკითხთა ანალიტიკური ცენტრი „ საგარეო საქმეთა გერმანიის საზოგადოება“ (DGAP) "არასასურველია", და დასძინა, რომ ის გააგრძელებს რუსეთში დამოუკიდებელი კვლევისა და აკადემიური გაცვლების მხარდაჭერას.
Reuters-ს მოჰყავს DGAP-ის განცხადების ფრაგმენტი: "(პრეზიდენტი ვლადიმირ) პუტინი აგრძელებს რუსეთის იზოლირებას. ვგმობთ იმ ფაქტს, რომ DGAP-ი, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციები, ახლა "არასასურველად" გამოცხადდა " - ნათქვამია სამინისტროს მიერ სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.