გეთხოვები საქართველო! – ასეთ მიმართვას ავრცელებს პოეტი ბესიკ ხარანაული :
“ვაჰ, სიცოცხლევ, გახარჯულო,
შენ მოგიკვდა ჩემი თავი,
სხვაგან დაბადებულიყავ,
აქ არ გაჩენილიყავი,
იქნებოდი ბედნიერი,
ამათი არშემხედვარი,
არშემდგარი სამშობლოსი
თან არ გაგყვებოდა ჯავრი,
ისარი სხვას მოხვდებოდა,
მთას ირემი ბევრი არის,
მაგრამ მკერდი შენ უშვირე,
ხალხში არ იმალე თავი,
მითაც ხარანაული ხარ,
მითაც არ ხარ მოურავი,
გუშინდელი ახალგაზრდა,
დღეს სამარის კართან მდგარი,
ვაჰ, სიცოცხლევ, გახარჯულო,
ერთიც არ თქვი საკიცხავი,
შეგაძლიეს სხვა სიცოცხლე,
მაგრამ უარი უთხარი,
ცუდში უკეთესს ვინც გიცვლის,
იცოდე, ის მტერი არის,
არ დააგდო ქართველობა,
ეგეც შენი ჯვარი არის,
არ დააგდო დედაშენი,
ეგ სამარის პატიმარი,
ვალსა ყველას პატივი ეც,
არ დატოვო გასაბარი,
სიცოცხლე გაგიხარჯია,
ვერ გინახავს გასახარი,
მითაც წასვლა გირჩევნია,
სიკვდილს გაუღია კარი,
დედშენი გამომდგარა,
ბედნიერი სახით არის,
გეთხოვები საქართველო,
აღარ მწადის საუბარი,
სიცოცხლე გამიხარჯია,
აწ მივდივარ გაუხარი,
სხვაგან დავადებულიყავ,
აქ არ გავჩენილიყავი…”