ბესიკ ხარანაულის ძვირფასი ვიდეო დედაზე

3 weeks ago 15

პოეტმა ბესიკ ხარანაულმა დედას ულამაზესი ლექსი მიუძღვნა, რომელიც დათო ტურაშვილთან ერთად წაიკითხა:

“ჩემო დედი,
დაბერდი და,
ლექსებს ირჩევ სევდიანს.
შენი ძვლები წამდაუწუმ
სატირალზე სხდებიან.
შენი ფიქრნი სად არ წავლენ,
სად არ გადასწვდებიან.
ცოცხალთა და მკვდართა შუა
ბილიკს გაიტკეპნიან.
მერე უცებ მთელ ქვეყანას
ბრაზით ზურგს შეაქცევენ,
წავლენ, გაინაპირებენ,
კარავს ცალკე დასცემენ.
უცებ აღარავინ უნდათ,
პურს მწარეში იწობენ,
დასხდებიან მარტოდმარტო
ქვებსაც შემოიწყობენ.
დედი, იის ძირში ცხოვრობ,
სახლი გიდგას სვეტებით.
სახლს კარიც აქვს,
მაგრამ, ვაი,
მე ვერ შემოვეტევი.
დედი, რაა
ამ ბოლო დროს,
სულ საფლავზე გხედავენ!
ბებოჩემი, პაპაჩემი,
შენს თავს შემომედავნენ.
და თუ მაინც წაგიყვანეს,
თუ გაუწყრათ გამჩენი,
კიბეს ხომ მეც ამომაწვდი,
როგორც ხეზე დარჩენილს.
ჩამოვყვები კიბეს, დედი,
სისხლიანი ფეხებით.
დედი, როგორ გავიხარებთ,
როგორ გადავეხვევით.”

სრულად წაკითხვა