ბექა ოდიშარია საქართველოში ლატვიის საპატიო კონსული აღარაა

1 week ago 10

დეპუტატი ბექა ოდიშარია საქართველოში ლატვიის საპატიო კონსული აღარაა.

ოდიშარია 11 წლის განმავლობაში იყო ლატვიის საპატიო კონსული საქართველოში. ამ დროისთვის ის ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, საპატიო კონსულების სიაში არ იძებნება.

სქრინი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდიდან

ბექა ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევა მანამდე ლატვიის სეიმის (პარლამენტის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდ კოლსმა, ქალი დეპუტატების შეურაცხყოფისთვის მოითხოვა.

3 აპრილს, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, მაშინ, როცა ტრიბუნასთან ანა ნაცვლიშვილი საუბრობდა, ოდიშარიამ დარბაზიდან ყვირილი და მისი შეურაცხყოფა დაიწყო. მას გამოეპასუხა თეონა აქუბარდია, რა დროსაც ოდიშარიამ თქვა – „ესაა მოუტ***ნელი ქალების სინდრომი“. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა და ირწმუნებოდა, რომ შეურაცხყოფა კონკრეტულად არავისთვის მიუყენებია.

მეორე დღეს კი ბექა ოდიშარია ქალ კოლეგა სალომე სამადაშვილს დაემუქრა.

სეიმის წევრი ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევას ითხოვს

სრულად წაკითხვა