WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

17.08.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

„ბიბლუსი“  გლდანის ფილიალში ლაშა ბუღაძის წიგნის ეგზემპლარების დააზიანების ფაქტს გამოეხმაურა:

“ბიბლუსის გლდანი მოლის ფილიალში სხვადასხვა ავტორის წიგნების მიმართ ვანდალიზმის ფაქტი გამოვლინდა. ბიბლუსისთვის სრულიად მიუღებელია ჩვენს მაღაზიაში წიგნების დაზიანება და ვანდალიზმის ნებისმიერი ფორმა.აღნიშნული საქციელი არის უპატივცემულობა, როგორც წიგნის ავტორისა და მისი შემოქმედების, ისე ჩვენი მომხმარებლებისა და საკუთრივ, ბიბლუსის მიმართ.ამ ეტაპზე ვარკვევთ მომხდარის გარემოებებს და ვამოწმებთ შესაბამის ინფორმაციას.”- ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, დაზიანებულ წიგნებს გაყიდვიდან ამოიღებენ.

მომხდარს “სულაკაურის გამომცემლობაც” ეხმიანება, ისინი აცხადებენ,  რომ ეს ქმედება შეიძლება ცენზურის წამახალისებელი იყოს და იმედოვნებენ, რომ მსგავსი აღარ განმეორდება.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ლაშა ბუღაძის წიგნების დაზიანებას „ბიბლუსის” მაღაზიაში. მსგავსი ვანდალიზმი შეურაცხმყოფელია მკითხველისა და ავტორისათვის, მასთან ერთად კი, უპატივცემულობაა წიგნის მაღაზიისა და გამომცემლობის მიმართ.

ვშიშობთ, რომ ეს შესაძლოა ცენზურის წამახალისებელი ნაბიჯი აღმოჩნდეს, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ აღარ განმეორდება და ცალკეულ შემთხვევად დარჩება”, -ვკითხულობთ სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებაში.