პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა სხდომაზე თქვა, რომ ბიზნესმენების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაზე:
„მიღებულია ინფორმაცია საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით, ის [ გიორგი ჩიკვაიძე] იმყოფებოდა სადახლოსთან ახლოს 6-7 მარტს, რაზეც დაიწყო გამოძიება. მიმდინარე გამოძიება ახალი გარემოებაა აღკვეთის ღონისძიების გადასახედად“.
ამას გარდა, ბრალდების მხარე ამბობს, რომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი არ ესწრებოდნენ სასამართლო პროცესებს, არ მონაწილეობდნენ მოწმეების დაკითხვაში, „კითხვებს არ უსვამდნენ“ და „მიზანმიმართულად აჭიანურებდნენ საქმეს“.
საპასუხოდ გიორგი ჩიკვაიძემ თქვა, რომ პროკურატურას მტკიცებულება არ ჰქონდა წარმოდგენილი, რაც დაადასტურებს, რომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ემზადებოდა.
„არც ვიცი, სად არის სადახლოს გამშვები პუნქტი. იონჯის თესლი ჩავიტანე ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით სართიჭალის ცენტრში, მეგობარ ოჯახთან, მანქანიდან გადმოვიტანე ორი მეშოკი და წამოვედი“, - თქვა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე.
საზღვრის კვეთის მცდელობის ან მომზადების საქმეზე მტკიცებულებებს ითხოვდა ადვოკატიც. ამას გარდა, მისთვის უსაფუძვლოა ბრალდებები სხდომების გაცდენასთან დაკავშირებით:
„გამოძიების დაწყებას არაფერი უნდა, ნებისმიერი პოლიციელი იტყვის, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია და დაიწყება გამოძიება. სატელიტის ამონაწერები მაინც მოგეტანათ, ან სხვა მტკიცებულება. რაც შეეხება დასწრებას, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ - ორ-სამჯერ ავადმყოფობის გამო. ამას გარდა, ალბათ ასობით სხდომა ტარდება ბრალდებულის დასწრების გარეშე“, - თქვა ადვოკატმა სხდომათა დარბაზში.
მასალა განახლდება