სააგენტო "პარალელი"
“ბიძინა ბიძია, დეპოში ხართ! ვეღარ წავა ეგ მატარებელი ვერსად, აწი რაც უნდა თქვან და ქნან თქვენმა ექსპერტებმა😊” – ლელა ჯეჯელავა
ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ცალკეულ ფაქტებს იხსენებს პოზიციების ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით და კონკრეტულ მიანიშნებს აკეთებს:
“გუშინ რამდენიმე სახელისუფლებო ექსპერტის პუბლიკაცია შემხვდა.
“პლასტინკა” გადაუტრიალებიათ და ერთ ხმაში საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში ომს ვერ იგებს, რომ საერთაშორისო ვითარება რუსეთისთვის არა სახარბიელოა, რომ სანქციები მუშაობს და მძიმე წნეხად აწვება რუსეთის ეკონომიკას, რომ 10 ტრილიონზე მეტი დეფიციტია ბიუჯეტში, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენებს კარგავს…
ანუ ყვებიან ყველაფერს იმას, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით, როდესაც ესენი ამტკიცებდნენ, რომ უკრაინის დამარცხება დღეების და კვირეების საქმე იყო, როგორც კი უკრაინა რუსეთის ტერიტორიას დაბომბავდა, მოსკოვი პირდაპირ ვაშინგტონს დაარტყამდა, რომ სანქციები ფიქცია იყო და არ მუშაობდა, რომ რუსეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ზავს არ დაუშვებდა, რომ ფაშინიანი თუ გაიმარჯვებდა არჩევნებში, სამხედრო ესკალაცია მოჰყვებოდა (არა და იმის შემდეგ ორი არჩევნები მოიგო)
, რომ ევროპა რუსული გაზის გარეშე ვერ გაძლებდა და ზამთარში გაიყინებოდა, რომ სასურსათო კრიზისს მაინც გადაყვებოდა და ამ ყველაფერში ის ბრძენი კაცი ამათ ფულს უხდიდა
ახლა უკუღმა რომ მოყვებიან, იმაშიც ფული უნდა გადაუხადოს (ფული მისია და თუ უნდა გადაყრის, რაც მეტს, მით უკეთესი)
ჰოდა ამას მაინც არ ეტყვიან, ზუსტად ვიცი და ჯანდაბას, ისევ მე ვიქნები “კასანდრა”
ბიძინა ბიძია, დეპოში ხართ! ვეღარ წავა ეგ მატარებელი ვერსად, აწი რაც უნდა თქვან და ქნან თქვენმა ექსპერტებმა
“, – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.
“ბიძინა ბიძია, დეპოში ხართ! ვეღარ წავა ეგ მატარებელი ვერსად, აწი რაც უნდა თქვან და ქნან თქვენმა ექსპერტებმა😊” – ლელა ჯეჯელავა
პარალელი
paraleli.ge ახალი ამბები