WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
“ბიძინამ მორიგ ჯერზე ჩააყენა მთელი “ოცნება” სასაცილო მდგომარეობაში” –

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველიპარლამენტის ბიუროზე გატანილ ახალი სამინისტროს შექმნის კანონპროექტთან დაკავშირებით დაფიქსირებულ რეალობაზე მძიმე შეფასება-მინიშნებებს აკეთებს:

ესე იგი, ბიძინამ მორიგ ჯერზე ჩააყენა მთელი “ოცნება” სასაცილო მდგომარეობაში.

პარლამენტის ბიუროზე უკვე გასული იყო ახალი სამინისტროს შექმნის კანონპროექტი, როდესაც ცნობა დააწია, რომ მდინარაძე უკვე მოვიშორე და აღარაა მაი სამინისტრო საჭიროო.

ამათაც უკან გაიწვიეს და ახლა უწევთ ჟურნალისტებთან ამ გადაწყვეტილების “გაპრავება,” მაგრამ როგორი გასაპრავებელია პარლამენტში ვიღაც სახლობანას თამაშს რომ გაიძულებს და ესენიც იგონებენ იგავმიუწვდომელ ბოდვებს.

ეს სამინისტრო იმიტომ იქმნებოდა, რომ მდინარაძე იყო ყველაზე ნიჭიერი და გენიოსი და რადგან ის წავიდა, აზრი დაკრგა მისმა არსბებობამ, რამეთუ მის გარდა ვერავინ გაუძღვება ამ საქმესო.🙂

ანუ ერთ კაცს ვუქმნიდით სამინისტროსო, პირდაპირ უწევთ ამის აღიარება. ხომ ხვდებით, რა სივიჟეა, მაგრამ უკეთესი მესიჯი ეტყობა ლაშა ნაცვლიშვილმაც ვერ მოიფიქრა.

სინამდვილეში ამით პირდაპირ აღიარებენ, რომ ჩვეულებრივი მონები არიან, მათ არც არავინ ეკითხება, როდის რა შეიქნება და გაუქმდება. იმის უფლებაც კი არ აქვთ, გააპროტესტონ, სასაცილო მდგომარეობაში რატომ გვაყნებთო. მოუნდა ბიძინას მათი სასაცილო მდგომარეობაში ჩაყენება? – უსიტყვოდ უნდა ჩადგნენ.

მათ მარტო ბიძინას გადაწყვეტილებების გაპრავების უფლება აქვთ“, – წერს მერაბ მეტრეველი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ბიძინამ მორიგ ჯერზე ჩააყენა მთელი “ოცნება” სასაცილო მდგომარეობაში” –
პარალელი