WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ბოლო კვირებია საქართველოში არსებულ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის ფასები იზრდება. „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში“ ფასის მატებას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და ტურისტული სეზონის დასრულებას უკავშირებენ.

რადიო თავისუფლებამ შეადარა სამი კომპანიის საწავავის ფასები წინა თვის მონაცემებს:

„ვისოლი“

  • ეკო სუპერი - გაიზარდა 19 თეთრით;
  • დიზელ ენერჯი - 40 თეთრით;
  • ევრო რეგულარი - 11 თეთრით;
  • ეკო დიზელი - 37 თეთრით;
  • ეკო პრემიუმი - 17 თეთრით;
  • ევრო დიზელი - 39 თეთრით;
  • სუპერი 100 - 20 თეთრით.

„გალფი“

  • G-force - სუპერი - 22 თეთრით;
  • G-force პრემიუმი - 22 თეთრით;
  • G-force ევრო რეგულარი - 20 თეთრით;
  • ევრო რეგულარი - 20 თეთრით;
  • G-force ევრო დიზელი - 32 თეთრით;
  • ევრო დიზელი - 32 თეთრით.

„ლუკოილი“

  • Super Ecto - 16 თეთრით.
  • Premium Avangard-ი - 23 თეთრით;
  • Euro Regular-ი - 18 თეთრით;
  • Euro Diesel-ი - 63 თეთრით.

„მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ გადამამუშავებელმა ქვეყნები, რომლებიც არიან ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში და ასე შემდეგ საწვავის აუქციონის წესით გაყიდვა დაიწყეს. აუქციონი ფასს ყოველთვის ამატებს“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილმა.

იმის გამო, რომ საწვავი გამოიყენება ნებისმიერი პროდუქტის ტრანსპორტირებისთვის, მის ფასზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ქვეყანაში ინფლაცია.

რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, რის გამოც საქართველოში საწვავის ფასი გაიზარდა?

  • 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს;
  • აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე საწვავის გაძვირება გამოიწვია.