ბორელი იმ პოლიტიკურ დებატებშია ჩართული, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა წარმოებდეს – კობახიძე

1 week ago 6

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აზრით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ჯოზეფ ბორელი როდესაც რუსულ კანონს აკრიტიკებს, პოლიტიკურ დებატებშია ჩართული.

ამის შესახებ მან დღეს, 23 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტებმა კობახიძეს ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმად, რუსული კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. ასევე რადიო თავისუფლების ჟურნალისტის გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოში, შესაძლოა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გაგზავნონ.

როგორც კობახიძე ამბობს, ბორელი რუსული კანონის კრიტიკისას საქართველოს შიდა საქმეებში ერევა.

„ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება, თუ იქნება რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია. უფრო მეტიც, ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება პარტნიორების მიმართ, რომ ქართველი საზოგადოების თვალწინ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ კანონის ავკარგიანობასთან დაკავშირებით.

არამარტო დიპლომატი, ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი, მათ შორის, ჯოზეფ ბორელი როდესაც აკეთებს განცხადებას კანონთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტი იღებს, ის ავტომატურად ერთვება პოლიტიკურ დებატებში. დღეს ჯოზეფ ბორელი იმ პოლიტიკურ დებატებშია ჩართული, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა წარმოებდეს.

არის კანონი განსახილველი და დემოკრატიული პროცესი ითვალისწინებს, რომ კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, მათ შორის თუნდაც პარტნიორი და მეგობარი. ეს, რა თქმა უნდა, ჩარევაა [ქვეყნის შიდა საქმეებში]“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრულად წაკითხვა