სხდომის დაწყების პირველივე წითებში ერთ-ერთმა ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა თქვა, რომ ბრალდებულებს დენი ურტყამდათ.
„მე დღეს ვზივარ იმ პროცესზე, სადაც ორ ბრალდებულებს დენი ურტყამს. როგორ ვთქვა, რომ მე ვარ ადვოკატი, როცა ვიცი, რომ მათ დენი ურტყამთ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ექმნებათ; ვიცი, რომ ეს პრობლემა ამ დარბაზში ექვსი წელია არის, მაგრამ მინდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უსაფრთხოება დაცული იყოს“, - თქვა სხდომაზე ავსაჯანიშვილმა, რომელიც ნიკოლოზ ჯავახიშვილის უფლებებს იცავს.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ამ მიზეზით სხდომაზე შესვენება გამოაცხადა. მისი თქმით, ამ პრობლემის არსებობის შესახებ მისთვის ამ დრომდე არ იყო ცნობილი.
რადიო თავისუფლება ცდილობს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურთან დაკავშირებას, კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 7 აპრილს გრძელდება პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8 ბრალდებულის (ირაკლი მიმინოშვილი; ვეფხია კასრაძე; ვალერი კაძელაშვილი; ინსაფ ალიევი; თორნიკე გოშაძე; ნიკოლოზ ჯავახიშვილი; გიორგი გორგაძე; ზვიად ცეცხლაძე).
საქმის განხილვა. ისინი ბოლო რამდენიმე თვეა საპატრიმროში არიან „მიმალვისა და დანაშაულის ჩადენის მოტივით“.
მასალა განახლდება