ბრენდჰენდი – საუკეთესო სარეკლამო ბეჭდვითი მომსახურება საქართველოში

4 hours ago 1

კომპანია „ბრენდჰენდი“ 2012 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. ის აერთიანებს მრავალი სახის სარეკლამო პროდუქციასა და მომსახურებას ერთ სივრცეში – აქსესუარებს, ტექსტილს, ტექნიკას, გარე რეკლამას, საკანცელარიოს, სასაჩუქრე ნივთებსა და პოლიგრაფიას. კომპანია ორიენტირებულია განვითარებაზე. იგი თანამედროვე ტექნოლოგიების, ინოვაციური მიდგომების გამოყენებით და სარეკლამო სერვისების მუდმივი დახვეწით მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტს. ამას გარდა, მისი მიზანია ბრენდირების პროცესი უფრო ბიუჯეტური გახადოს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ბრენდჰენდი“ ზრუნავს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე და მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივებს ბიუჯეტის საგრძნობი ზრდის გარეშე.

როგორია „ბრენდჰენდის“ შექმნის ისტორია?

გიორგი დოლიძე, ბიზნესმენი: კომპანია 2012 წელს დაარსდა, მისი დამფუძნებლები აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, მართავდნენ ერთ-ერთ მსხვილ საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაციას საქართველოში. იმ დროისთვის თბილისში მათივე საჭიროებებისთვის არ არსებობდა საკმარისად განვითარებული სარეკლამო კომპანია, სწორედ ამიტომ გაჩნდა „ბრენდჰენდის“ შექმნის იდეაც და დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის არის ერთ-ერთი წამყვანი ბეჭდვითი სარეკლამო კომპანია საქართველოში.

რაც შეეხება სახელის არჩევას, ის სილიკონის სამაჯურებს უკავშირდება, რადგან ბრენდჰენდი თავიდან მხოლოდ ამ პროდუქტს აწარმოებდა და იმ დროს იყო ერთადერთი კომპანია, რომელიც თანამედროვე აქსესუარის ბრენდირებას ახდენდა. ნახევარ მილიონზე მეტი სილიკონის სამაჯურის ბრენდირების პარალელურად, „ბრენდჰენდი“ გაიზარდა როგორც სრული მასშტაბის სარეკლამო ბეჭდვითი კომპანია, რომელიც 3 000-ზე მეტი სახის ბრენდირებად ნივთს აწარმოებს და ყოველწლიურად 1 200-ზე მეტ ბიზნესს ემსახურება საქართველოში.

კომპანიის მიზანია ბრენდირების პროცესი გახადოს ყველაზე ბიუჯეტური და ბუნებრივი ნაწილი მთლიანი ბიზნესეკოსისტემის კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის. ამ მიზანს კი აღწევს თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით და სარეკლამო სერვისების მუდმივი დახვეწის გზით. ეს კი ციფრებში ნიშნავს, მოვემსახუროთ ბიზნესებისა და ორგანიზაციების ფართო სპექტრს, 5 000-ზე მეტ ერთეულს წლიურად.

რა სერვისებს სთავაზობთ საზოგადოებას?

„ბრენდჰენდი“ აერთიანებს მრავალი სახის სარეკლამო პროდუქციასა და მომსახურებას ერთ სივრცეში – აქსესუარები, ტექსტილი, ტექნიკა, გარე რეკლამა, საკანცელარიო, სასაჩუქრე ნივთები, პოლიგრაფია.

ჩვენ ასევე, ვხედავთ მთავარ გამოწვევასაც სარეკლამო ბრენდირების ბაზარზე, ეს არის ყოველწლიურად ბუნებისთვის მავნე სარეკლამო ნივთებისა თუ მასალების ათეულტონობით გამოყენება და გადამუშავების გარეშე გარემოს დაბინძურების საფრთხის შექმნა. ამ მხრივ ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს და კომპანიებს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივებს ბიუჯეტის საგრძნობი ზრდის გარეშე. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ბიზნესებთან ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე და ვეხმარებით მათ ბრენდის, როგორც პასუხისმგებლიანი ორგანიზაციის წარმოჩენას საზოგადოებაში. ეკოპროდუქტები განსაკუთრებით ეფექტურია ბრენდირებად აქსესუარებში, რადგან ისინი არამხოლოდ გარემოს დაცვის კუთხით – ვიზუალურადაც უფრო ორიგინალურად გამოიყურება და უშუალოდ მომხმარებლებისთვისაც სასიამოვნო გამოყენების გამოცდილებას ქმნიან.

ჩვენი სერვისების ეფექტურობის სრულად გამოყენების საშუალება ეძლევათ კომპანიებს, თუ ისინიც დროულად დაიჭერენ თადარიგს შეკვეთებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია თუნდაც ნახევარი წლის შესყიდვებს წინასწარ შეათანხმებს, ტრანსპორტირებისა და დროული წარმოების ხარჯზე, შემიძლია დამაჯერებლად ვთქვა, რომ მიიღებენ 30%-ით გაიაფებულ სერვისებს ხარისხისა და რაოდენობის შენარჩუნებით. ხოლო როცა ხდება სასწრაფო შეკვეთების განთავსება, ჩვენ ხარისხზე არ ვაკეთებთ კომპრომისს და ამიტომ, სამწუხაროდ, ვერ ვიცილებთ თავიდან გაძვირებას, თადარიგის დაჭერით კი ყველა მხარე მოგებიან პოზიციაშია.

გვესაუბრეთ თქვენს უპირატესობებზე, რა გამოგარჩევთ ბაზარზე?

„ბრენდჰენდის“ მთავარი უპირატესობა ტექნოლოგიებთან ახლო მეგობრობაა ამ სფეროში, სადაც ეს ყველაზე გვიან განვითარდა საქართველოში. ბრენდჰენდის საიტზე www.brandhand.ge კომპანიებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ სასურველი პროდუქციისა და სერვისის ფასის გამოთვლა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ადამიანის მინიმალური ჩართულობით, რაც ზოგავს დროს და საშუალებას აძლევს მომხმარებელს, სწორი მოლოდინები შეიქმნას სარეკლამო მიმართულებით ბიუჯეტირებისას.

ჩვენი შიდა სამზარეულოც სავსეა ინოვაციებით, რაც კომპანიებსა და ჩვენს თანამშრომლებს შორის კომუნიკაციას ამარტივებს, უფრო სწრაფს და შედეგზე ორიენტირებულს ხდის. აბსოლუტურად ყველა დაინტერესების დამუშავება ხდება ციფრულად, მონაცემთა ბაზა კი ყოველ ჩვენს მომხმარებელზე ქმნის მორგებულ ისტორიას, რაც ჩვენს გუნდს საშუალებას აძლევს, უფრო ინდივიდუალურად მოემსახუროს თითოეულ მათგანს.

განსხვავებით სხვა სარეკლამო კომპანიებისგან, „ბრენდჰენდს“ არ დაავიწყდა ფიზიკური პირებიც. როგორც წესი, სარეკლამო კომპანიებში ფიზიკურ პირებზე ნაკლები პრიორიტეტია, რადგან იურიდიული პირების მომსახურება ფინანსურად უფრო საინტერესოა მათთვის. ამიტომ მოვიფიქრეთ ონლაინსასაჩუქრე მაღაზია „პანტა“, სადაც გვერდზე www.panta.ge ფიზიკურ პირებს შეუძლიათ სასურველ საჩუქარზე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით თავად დაიტანონ სასურველი ტექსტი თუ გამოსახულება და შეიძინონ ონლაინ ჩვენი მხრიდან ნულოვანი ჩართულობის პირობებში, სრულად ციფრულად. ჩვენი გუნდი კი არჩეულ პერსონალიზებულ საჩუქარს მათ შეთანხმებულ ვადებში აწვდის. ეს პროექტი განსაკუთრებით აქტიურია საახალწლო და, ზოგადად, სადღესასწაულო პერიოდებში, როცა ადამიანები ერთმანეთს ემოციას საჩუქრებით ჩუქნიან, ყველაზე მარტივად და პერსონალიზებულად ხდება ეს პანტაზე.

როგორია „ბრენდჰენდის“ სამომავლო გეგმები?

„ბრენდჰენდის“ 2030 წლის გეგმაა სრულად გაციფრულებული მომსახურება სარეკლამო ბრენდირების სფეროში, სადაც კომპანიები და ორგანიზაციები ადამიანის მინიმალური ჩართულობით უსწრაფეს ვადებში მიიღებენ სასურველ სარეკლამო ნივთსა და სერვისს, ჩვენი ციფრული პლატფორმა კი ყოველ შესყიდვაზე უკეთეს შეთავაზებებს გაუკეთებს კომპანიებს ინდივიდუალურად, რაც გაზრდის მათი გაწეული მარკეტინგული ხარჯების ეფექტიანობას. დაწყებული უმარტივესი კალმით, გაგრძელებული კომპლექსური ბრენდირებადი ნივთებით, „ბრენდჰენდში“ პროდუქციის ბრენდირება, წარმოება და მიწოდება იქნება ყველაზე ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და სწრაფი.

ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ არ დავივიწყებთ ჩვენს მთავარ მისიას, გავხადოთ სარეკლამო ბრენდირება ეკოლოგიურად სუფთა და 2030 წლისთვის გვაქვს მიზანი, რომ გაყიდული პროდუქციის 50% იყოს ბუნებისთვის 100%-ით უსაფრთხო. ვაპირებთ დავაფინანსოთ სხვადასხვა ორგანიზაცია ამ კუთხით, მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენც გავუკეთოთ ინიცირება გარემოსდაცვით აქტივობებს, ხეებისა და მცენარეების დარგვას, ბუნების დასუფთავებისა და მოვლის სამუშაოებში ჩართულობას.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა