ბრიტანეთი უკრაინას 55 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეღა მინისტრმა, დევიდ ლემიმ 5 თებერვალს თავის უკრაინელ კოლეგასთან, ანდრი სიბიჰასთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს მე ვაცხადებ დიდი ბრიტანეთის მიერ კიდევ 55 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას უკრაინის მხარდასაჭერად, რათა ხელი შევუწყოთ როგორც ჩვენი ქვეყნების, ასევე ეკონომიკების მდგრადობასა და გაზრდას გაზრდას", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მორიგი დახმარებისათვის ლონდონს მადლობა გადაუხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. "სოციალური, ჰუმანიტარული და ენერგეტიკული პროგრამებს ეს დაფინანსება, რაც ძალიან დროულია, გააძლიერებს ჩვენ მდგრადობას", - განაცხადა ბრიფინგზე ანდრი სიბიჰამ.
ლონდონი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ერთ-ერთი მსხვილი დონორია. გასული წლის აპრილში ბრიტანეთმა უკრაინისთვის ნახევარი მილიარდი გირვანქა სტერლინგის გამოყოფა გამოაცხადა.
პრესრელიზის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავდა 1600-ზე მეტ საზენიტო რაკეტას, მათ შორის ფრთოსანი რაკეტების, Storm Shadow-ს ახალ პარტიას, რომლის დიაპაზონიც დაახლოებით 250 კილომეტრია.