ბრიტანეთმა და საფრანგეთმა პუტინი საზავო მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულეს

6 days ago 8

ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულეს და მოსკოვზე ზეწოლისკენ მოუწოდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ მოსკოვმა "პასუხი უნდა გასცეს შეერთებულ შტატებს", რომელმაც, როგორც შუამავალმა, "დიდი ძალისხმევა გაიღო" ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლამის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს დრო გაჰყავს. "მას შეეძლო ცეცხლის შეწყვეტაზე ახლავე დათანხმებულიყო, მაგრამ ის აგრძელებს უკრაინის, მისი მშვიდობიანი მოსახლეობის, მისი ენერგეტიკული რეზერვების დაბომბვას", - განაცხადა ლამიმ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკი მიიჩნევს, რომ პუტინის საუბარი მოლაპარაკებებზე " სხვა არაფერია, თუ არა ცარიელი დაპირებები."

3-4 აპრილს ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. ხუთშაბათს საღამოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პირველ დღეს ყურადღების ცენტრში იყო "უკრაინის მხარდაჭერა, ომის დასრულება, პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევა ომის დასასრულებლად, ასევე იმის აღიარება, რომ რუსეთს მეტი უნდა გააკეთოს ამ კონტექსტში."

ნატოს მაღალი რანგის დიპლომატის თქმით, ევროპელები შეშფოთებულები არიან, რომ ისინი ჯერ არ არიან ჩართულები მოლაპარაკებებში, რომლის შედეგიც "განსაზღვრავს უსაფრთხოების ვითარებას ევროპაში მომდევნო ათწლეულების განმავლობაში."

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ, რათა მას მშვიდობა აიძულონ.

სრულად წაკითხვა