სანქირებულები არიან:
- გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი;
- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე;
- შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის (ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილის) მოადგილე მირზა კეზევაძე
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე.
შალვა ბედოიძესა და მირზა კეზევაძესთან დაკავშირებით სანქციების დაწესების საფუძვლად მითითებულია, რომ:
„ის არის ან/და პასუხისმგებელი იყო ისეთ საქმიანობაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას ადამიანის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველი მოპყრობას ან დასჯას“.
შალვა ბედოიძის შემთხვევაში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიუთითებს:
„საპროტესტო აქციების დროს, რომელიც ჩატარდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ზედამხედველობდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების მიმართ ძალადობის არაპროპორციულად გამოყენებას“.
ინფორმაცია განახლდება.
--
მანამდე, 2 აპრილს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქცირებულთა დაამატა მოსამართლეები, „სასამართლოს კლანის“ წევრებად მიჩნეული ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე.
კიდევ უფრო ადრე კი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ზვიად ხარაზიშვილსა და პოლიციის კიდევ სამ მაღალჩინოსანს დაუწესეს სანქციები.