9
ბულგარეთში ათეულობით ათასი ადამიანი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დედაქალაქ სოფიაში და ათობით სხვა ქალაქში კიდევ ერთხელ შეიკრიბა.
დემონსტრანტები მთავრობას კორუფციის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.
პროტესტი ასევე უკავშირდება 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს.
1 დეკემბერს დაწყებული აქციების შემდეგ ბულგარეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ბიუჯეტის პროექტს გაიწვევდა.
ხვალ, 11 დეკემბერს ბულგარეთის პარლამენტში პრემიერმინისტრი, როსენ ჟელეზნიკოვის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს. ასეთი კენჭისყრა ბულგარეთის პარლამენტში მიმდინარე წელს უკვე მეექვსედ გაიმართება.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·