R 301, რომელიც პროპაგანდას და მის მეთოდებს იკვლევს, წერს:
META-ს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის თანახმად, 2025 წლის 1-დან 7 დეკემბრის ჩათვლით, ფეისბუქ პოსტების პოლიტიკურ რეკლამაზე $100-ზე მეტი „ქართული ოცნების“ პარტიულმა გვერდებმა, სამთავრობო უწყებებმა და პარტიის მხარდამჭერი სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიებმა დახარჯეს.
2025 წლის 8-9 დეკემბრის მონაცემებით, ასეთ გვერდებზე 550-ზე მეტი პოსტი იყო დასპონსორებული, რომლისთვისაც ჯამში დახარჯულია დაახლოებით 21 035 დოლარი.
დასპონსორებული პოსტებიდან სულ მცირე, 204 პოსტი უკავშირდება BBC-ის გამოძიებით გამოაშკარავებული ქიმიური მოწამლვის უარყოფას, BBC-ის დისკრედიტაციას, გარე ძალების კონსპირაციების გავრცელებას. პოსტების დიდი ნაწილი მიზანში იღებს აქციებზე ფიზიკურად დაზარალებული დემონსტრანტების დისკრედიტაციასა და დაცინვას.
BBC-ის გამოძიებასთან და ქიმიური მოწამლვის უარყოფასთან დაკავშირებით 100 დოლარზე მეტი ოდენობით დასპონსორებული პოსტებიდან, სულ მცირე, 3800-დან 6077 დოლარამდე იყო დახარჯული.
დასპონსორებული პოსტების დინამიკა მიუთითებს, რომ “ქართული ოცნების” საინფორმაციო სტრატეგია ქიმიური მოწამლვის საქმის საინფორმაციო დღის წესრიგიდან ჩამოშორება იყო.
დასპონსორებული პოსტების სხვა შინაარსი განათლების რეფორმის სიკეთეებში დარწმუნებას, ეკონომიკური აღმავლობის მტკიცებასა და „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული გადაწყვეტილებების გამართლებას უკავშირდება.

2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·