რომის პაპის კრიტიკული პასუხი ტრამპის განცხადებებს – რის გაყოფას ცდილობს ტრამპი პაპის აზრით?

2 hours ago 2

პაპი ლეო XIV-ს თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებები აშშ-ევროპის ალიანსის დაშლის მცდელობაა.

უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა პაპ ლეოს ჰკითხეს, თუ რამდენად სამართლიანია აშშ-ს მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა.

“ევროპის ჩართულობის გარეშე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არარეალურია, რადგან ომი სწორედ ევროპაში მიმდინარეობს. საჭიროა უსაფრთხოების გარანტიები – როგორც დღეს, ასევე მომავალშიც. ევროპა უნდა იყოს ამ პროცესის ნაწილი. სამწუხაროდ, ეს ყველას არ ესმის, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ევროპელ ლიდერებს დღეს აქვთ დიდი შესაძლებლობა, რათა გაერთიანდნენ და ერთად ეძებონ გამოსავალი”. – თქვა პაპმა ლეომ.

ამასთან, პაპმა ლეომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განახლებული სტრატეგია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აშშ-სა და ევროპის ალიანსს.

“ის, რაც მე წავიკითხე, ძალიან დიდ ცვლილებას გამოიწვევს იმაში, რაც მრავალი წლის განმავლობაში ევროპასა და აშშ-ს შორის ნამდვილ ალიანსს წარმოადგენდა. [პრეზიდენტ ტრამპის ზოგიერთი კომენტარი] წარმოადგენს მცდელობას “იმის გაყოფის, რაც, ჩემი აზრით, დღესაც და მომავალშიც ალიანსად უნდა დარჩეს”. – თქვა პაპმა ლეომ.

პაპმა აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანი, მათ შორის, აშშ-ში,  ტრამპისგან “განსხვავებულად ფიქრობს”.

სრულად წაკითხვა