ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტში საქართველოზე განხილვა გაიმართება

1 week ago 10

დღეს, 24 აპრილს, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტში საქართველოში არსებულ ვითარებაზე განხილვა გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ავრცელებს.

Der Auswärtige Ausschuss des Bundestages befasst sich heute mit der innenpolitischen Lage in Georgien.
🇬🇪🇪🇺

— Michael Roth – official 🇪🇺🇺🇦🇮🇱 (@MiRo_SPD) April 24, 2024

რამდენიმე დღის წინ მიხაელ როთი რუსულ კანონზე სასაუბროდ შეხვდა გერმანიაში საქართველოს ელჩს, ლევან იზორიას. როგორც ცნობილია, გერმანია რუსული კანონის მიღებას კრიტიკულად აფასებს.

მიხაელ როთის განცხადებით, ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.

სრულად წაკითხვა