გაგლოევის მოვალეობები კრემლში ჯერ განსაზღვრული არ არის – პესკოვი

6 hours ago 3

პესკოვის თქმით, ამ ეტაპზე ჯერ არ არის განსაზღვრული, კონკრეტულად რა მიმართულებით იმუშავებს გაგლოევი კრემლში.

„ჯერჯერობით ეს განსაზღვრული არ არის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის ფუნქციების განაწილებაში შესაბამისი ცვლილებები და საჭირო დამატებები შევა. ამის შესახებ შესაბამის დოკუმენტსაც გამოვაქვეყნებთ“, – განაცხადა პესკოვმა.

23 ივნისს ალან გაგლოევმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობა პუტინთან შეხვედრის შემდეგ დატოვა. როგორც მხარეებმა განაცხადეს, ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მრჩევლის პოსტს დაიკავებს.  დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს კი რუსეთის მოქალაქე უხელმძღვანელებს.

სრულად წაკითხვა