გადადგა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი - ის პუტინის თანაშემწე გახდება

1 hour ago 1

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო რესი ავრცელებს დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის მიმართავს, რომლიდანაც ცნობილი გახდა მისი გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

გაგლოევის განმარტებით, გადაწვეტილება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადასვლას უკავშირდება.⁣⁣⠀⁣

მისი განმარტებით ერთი დღით ადრე იგი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, "რომელმაც შესთავაზა შეერთებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მისი მრჩევლის რანგში და ხელი შეეწყო მხარეებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელებაში.⁣"⁣⠀⁣⁣⠀

დე ფაქტო რესპულიკის "კონსტიტუციის" თანახმად, გაგლოევის მოვალეობას "მთავრობის თავმჯდომარე" მარატ კამბოლოვი შეასრულებს. ⁣⁣⠀⁣⁣⠀

გაგლოევმა მოსახლეობას მოუწოდა, გაერთიანდნენ ახალი ხელმძღვანელობის გარშემო და განაგრძონ ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობა.⁣⁣⠀⁣⁣⠀

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკვე მოაწერა ხელი გაგლოევის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის ბრძანებას.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ცხინვალში 2027 წელს იგეგმებოდა.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა